მიქელაძეთა გვარის ადრინდელი, ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელი მანგასარ მიქელაძეა. იგი პირველად იხსენიება 1326 წლის სიგელში , მაგრამ მისი მოღვაწეობა უფრო ადრინდელ პერიოდზე მოდის. 1326 წელს მანგასარი ცოცხალი არ არის. იგი ჭარელიძეს “შეაკვდა” სადღაც “ომში”. მათი საქმე აღნიშნულ წელსვე გაარჩიეს მიქაელ მეფემ და მისმა “დარბაისლებმა”. მიქელაძის სისხლის ფასად თურმე დიდი ხნით ადრე იყო დაწესებული “ოთხმოცი ათასი ძველი კირმანეული თეთრი” სასისხლო სიგელი მიქელაძეს ამ დროს თუმცა “თათართაგან წაღებული ჰქონდა”, მაგრამ “მოვიდა მისი მახსოვარი კაცი და დაიფიცა”, რომ “სიგელსა მიქელაძისა” ასე “ეწერაო”. ამის მიხედვით მანგასარ მიქელაძის სისხლში მის მემკვიდრეს თუ მემკვიდრეებს მიეცათ “რვა ტანი აბჯარი მისითა მოწყობილობითა, შვიდი გლეხი, ცხენი და ხარი უთვალავი” .
მანგასარის შემდეგ მიქელაძეთა გვარის შესახებ დიდხანს არაფერი ვიცით, მხოლოდ 1413-1444 წწ. იხსენიება მისი თანამოგვარე ლომის მიქელაძე, რომელსაც ამ დროს ალექსანდრე მეფის “კარის ვაზირთა” შორის ვხედავთ .
უფრო გვიან 1488 წელს იმერთა მეფის ალექსანდრეს დარბაისელთა შორის გვხვდება ლომისის სახლიკაცი ხერგრძელი მიქელაძე, მაგრამ სახლიკაცობის გარდა, იყო თუ არა ნათესაობა მათში, არ ჩანს. ლომისი და ხერგრძელი XV ს. უკვე წარჩინებული პირნი ჩანან. ამ დროს არის სავარაუდებელი მიქელაძეების სათავადოს ჩამოყალიბება.
გვიანდელი ცნობებით, მიქელაძეთა თავადურ გვარს 13 სოფელი ეკუთვნოდა მთლიანად თუ ნაწილობრივ: 1) კულაში; 2) ჭაგანი; 3) ჭყუშერი (ჭყვიშური); 4) მიწა-ბოგირა; 5) კვირიკე; 6) ნინუაკუთხე; 7) ჩხენიში; 8) ნაბაკევი; 9) ხუნჯუკური; 10)ილორი; 11) სანავარდო (ნაწილობრივ); 12) ნაფაღაური; 13) ნაჩხეტური ;
მიქელაძეები ყრმა-მამულს ფლობდნენ აგრეთვე სოფ.სამტრედიაში. მათვე ეკუთვნოდა იმ ტერიტორიის უდიდესი ნაწილიც, სადაც შემდეგ სამტრედია გაშენდა.
მიქელაძეთა სათავადოს აღმოსავლეთით გუბისწყალი საზღვრავდა, დასავლეთით – ცხენისწყალი, სამხრეთით საჩიჯავაძო სოფელი გომი და ჩრდილოეთით ქვიტირი. მათი რეზიდენცია ძველ დროშივე კულაში იყო. იმ ადგილას, რომელსაც ჯვარცმის მინდორს ეძახიან, იყო მიქელაძეების სასახლე, ჯვარცმის სახელზე აგებული ეკლესია და ციხესიმაგრე. ჯვარცმის ეკლესია იყო მათი საძვალე.
მიქელაძეთა სათავადოში მათი ყრმები სახლობდნენ. ჩანს, რომ XVIII ს-ის მეორე ნახევარში სამიქელაძეო-სანავარდო-საჭილაოში ერთად 1400 კომლი ითვლებოდა . მიქელაძეების ყრმა გლეხები იყვნენ: შენგელიები, ნუცუბიძეები, მეგენეიშვილები, ახობაძეები, ბუაძეები, ნიკურაძეები, პაპავები, კვანტალიანები და სვხ. მიქელაძეების აზნაურები იყვნენ კახიანები და მიქელაძეები .
მიქელაძეები, ისევე როგორც სხვა თავადები, სათავადოს მართვის საქმეებში უთუოდ თავის მოხელეებს იყენებდნენ. მაგრამ ამის შესახებ ცნობები არ შემონახულა, არ ჩანს როგორი იყო მიქელაძეთა სათავადოს სამოხელო აპარატი.
მიქელაძეების როლი იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ფრიად თვალსაჩინო ხდება მე-17 ს-ის 30-იანი წლებიდან. მაგალითად, იმ პერიოდში, როდესაც ლევან II დადიანს დასავლეთ საქართველოში გაბატონებისთვის ბრძოლა ჰქონდა იმერთა მეფეებთან, მიქელაძეები დადიანის მხარეზე ჩანან. მათი ხელშეწყობით დადიანის დასაყრდენი სათავადოში დიდი ხნის მანძილზე მტკიცეა.
ლევან II დადიანისათვის მიქელაძეთა დახმარების შედეგად, ადვილი შეიქნა იმერეთის მეფის, გიორგის დატყვევება. მეფის გამოსყიდვა ძვირად დაუჯდათ მის მემკვიდრეებს. დადიანმა ამ გვირგვინოსანი ტყვის სახსარში მიიღო: “მრავალი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, თვალ-მარგალიტი მურასა, იარაღი, ჩხარისა და ჩიხორის ვაჭრები და საჭილაო-სამიქელაძეო” .
სამიქელაძეოს დადიანის ფლობელობაში გადასვლით აიხსნება, რომ მიქელაძეები ერთხანს იმერთა მეფის კარზე არ ჩანან. მაგალითად, ალექსანდრე III-ის 1651 წლის ფიცის წიგნში, სადაც იმერეთის სამეფოს ყველა თავადური გვარის წარმომადგენელს ვხედავთ, მიქელაძეები არ იხსენიებიან .
ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ (1657 წ.) სამეგრელოს სამთავროს საქმე აირია. ალექსანდრე III-ემ ისარგებლა შემთხვევით, დალაშქრა ოდიში და “დაიპყრაუ ნაგირას აქეთი ამოსავლეთი კერძი ”.
XVII ს-ის შუა წლებში მიქელაძეთა საგვარეულოს თავკაცი ოტია ჩანს. 1658 წელს ალექსანდრე III-სა და ლიპარიტ დადიანს შორის მომხდარ ბანძის ომში ოტია თავის სახლიკაცებით ლიპარიტის მხარეზე იბრვის. ეს ომი მეფის გამარჯვებით დამთავრდა. დატყვევებულ თავადს თვალები დასწვეს “ზუმბით”, მაგრამ, როგორც ჩანს, მეფემ მალე შეირიგა დასჯილი ფეოდალი. ოტიას ხსენება ამაზე წყდება. ამის შემდეგ ის უთუოდ მალე გარდაიცვალა.
XVII ს-ის მეორე ნახევარში მიქელაძეთა გვარის წევრებიდან გამოირჩევა გიორგი ოტიას ძე მიქელაძე. ქართლის მეფის ნათესაობის გამო იყო, რომ გიორგი მიქელაძე ერთხანს (1687-1691 წწ.) იმერეთში არჩილის მეფობას უჭერდა მხარს, მაგრამ შემდგომში პოზიცია შეიცვალა და იმერეთის ტახტის კანონმიერი მემკვიდრის გიორგი VI-ის მხარეზე დადგა.
გაძლიერებული თავადები გიორგი VI-ის ხელისუფლებას არ ცნობდნენ. მეფე მათთან ბრძოლას თავს ვერ ართმევდა. მაგალითად, გიორგი აბაშიძემ და ლიპარტიანმა “გამოაძეს” მეფის ერთგული მიქელაძე მისი “მამულისაგან” და “დაიპყრა საჭილაო-სამიქელაძეო ლიპარტიანმა”.।გიორგი მიქელაძე ქართლს გადაიხვეწა. ეს მოხდა 1703-1707 წლებში. რა მოუვიდა ამის შემდეგ მას, აღარ ჩანს.
მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, ვახუშტის გადმოცემით, მიქელაძეები ქვემო იმერეთში “უწარჩინებულნესი” და “შემძლებელნი” თავადები არიან. უფრო მრავლად ჩანს ამ გვარის წარმომადგენლები სოლომონ I-ის დროს. (1752-1784 წ.) ამ ხანებში მეფის “დარბაზის ერში” ვხედავთ ბაქარ, ვახტანგ, ზურაბ, მამუკა და პეპუ მიქელაძეებს.
კეთილგანწყობილებაში არიან მიქელაძეები სოლომონ II-სთანაც. ჩანს, რომ უთუოდ უერთგულეს მეფეს თავადებმა ტახტის მეტოქე დავით გიორგის ძესთან ბრძოლაში. “ერთობით მიქელაძეებს” (გიორგის, პაატას, იოანეს, ქაიხოსროს, რევაზისა და როსტომის შვილებს) 1804 წელს ვრცელი მიწა-ტყე უბოძა ჭყვიშურში .
მიქელაძეები სოლომონ II-ის ერთგული დარჩნენ იმერეთის სამეფოს არსებობის უკანასკნელ დღემდე. აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეფის რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ მომხდარ იმერეთის 1819-1820 წლის აჯანყებაში. ამ აჯანყების საქმეებში ქაიხოსრო, ზურაბ და ქეთუმ მიქელაძეები ვაკის ოლქის მთავარ მეამბოხეებად არიან დასახელებული. მათი თანამედროვე მდივანბეგი, დავითი, ამ აჯანყებაში მონაწილეობისათვის რუსეთს გადასახლეს 1820 წელს და იქედან დაბრუნდა 1824 წელს .